top of page

კომში ნიგვზისა და თაფლის გულსართით

მზა დესერტს სერვირების წინ კიდევ მოვასხათ ცოტაოდენი თაფლი.
საჭირო მასალა

შემადგენლობა:
 


1 მოზრდილი კომში
2 ჩ.კ. ნიგოზი

4-5 ჩ.კ. თაფლი.

 

 

მომზადება:


კომში კარგად გავრეცხოთ, ყუნწის მხრიდან შუაზე გავჭრათ და ჩაის კოვზით ამოვაცალოთ გული. თითოეული ნაწილის ღრმულში ჩავასხათ 1 ჩაის კოვზი თაფლი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი და ზემოდანაც თითო კოვზი თაფლი მოვასხათ.
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ზედ მოვათავსოთ კომშის ნაჭრები გულსართით ზევით და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში დაახლოებით 25-30 წუთით. მზა დესერტს სერვირების წინ კიდევ მოვასხათ ცოტაოდენი თაფლი.

bottom of page