top of page

ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე წარმოადგენს ნახევრად თხევად, გაუმჭირვალე, მაწვნისმაგვარ ღია მოყვითალო ფერის ნივთიერებას, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალზე რთულია. იგი 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისაგან შედგება.ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა ფუტკრის (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.

ფუტკრის რძის თვისებები
·       ზრდის კუნთოვან მასას

·       ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა

·       არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს

·       ასტიმულირებს პოტენციას და ზრდის აქტიურობას (კვლევებმა აჩვენა რომ სადედე

    ფუტკრის რძე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის)

დაავადებების პროფილაქტიკისთვის)

·     რეკომენდირებულია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის, რადგანაც ხელს

უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და აძლიერებს ლაქტაციას

·       არეგირულირებს არტერიულ წნევას

·       აუმჯობესებს მეხსიერებას

·       ხსნის უძილობას და დაღლილობას

·       ამაღლებს შრომისუნარიანობას

·     დედა ფუტკრის რძე საქვეყნოდ აღიარებულია, როგორც ათეროსკლეროზის მძლავრი

საპროფილაქტიკო საშუალება. ასევე მისი მიღება რეკომენდირებულია პოსტინფაქტურ

და პოსტინსულტურ პერიოდებში

·       სადედე რძე არაჩვეულებრივად მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტზე, ხოლო კარგი

იმუნიტეტი არის დაცვა ავთვისებიანი სიმსივნეებისგან და მუტაციებისგან. ეს არის


ახალგაზრდობის შენარჩუნება და თავის დაცვა სხვადასხვა ჯანმრთელობასთან

დაკავშირებული პრობლემებისაგან

bottom of page