ევროკავშირი-მეფუტკრეობაში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატები
- geoportal
- 5 окт. 2016 г.
- 1 мин. чтения

ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისათვის, დაუშვებელია თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლების მიერ, ევროკავშირში აკრძალული ვეტერინარულიპრეპარატების გამოყენება.
კერძოდ: „ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი კლასიფიკაცია მაქსიმალურ დასაშვებ ზღვართან დაკავშირებით” 2009 წლის 22 დეკემბრის ევროსაბჭოს რეგულაცია EC 37/2010 შესაბამისად, აკრძალული ნივთიერებებია:
1. Aristolochia ssp და მისგან დამზადებული პრეპარატები — Aristolochia spp. and preparations thereof 2. ქლორამფენიკოლი — Chloramphenicol (ლევომიცეტინი) 3. ქლოროფორმი — Chloroform 4. ქლორპრომაზინი — Chlorpromazine (ამინაზინი) 5. კოლხიცინი — Colchicine (კოლხიკუმი) 6. დაპზონი — Dapsone 7. დიმეტრიდაზოლი — Dimetridazole 8. მეტრონიდაზოლი — Metronidazole 9. ნიტროფურანების ჯგუფი Nitrofurans — ფურალტადონი, ფურაზოლიდონი, ნიფუროქსაზიდი, ნიფურსოლი, ნიტროფურანი, ნიტროფურანტოინი, ფურადონინი, ნიტრფურათიაზიდი, ნიტროფურაზინი, ფურაცილინი, ნიტრომიდაზოლი. 10. რონიდაზოლი — lished Ronidazole






Комментарии