top of page

ფუტკრის შხამი (აპიტოქსინი)

 

ძველი ლეგენდის მიხედვით ფუტკრებმა ღმერთს თხოვნით მიმართეს. ისინი თავდაცვის საშუალებას, იარაღს ითხოვდნენ, რომლითაც თავიანთ სიმდიდრეს დაიცავდნენ. ღმერთმა მათ შხამიანი ნესტარი მისცა და თან გააფრთხილა. თუ რომელიმე მათგანი ადამიანის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა მოკვდებოდა, ხოლო ადამიანი პირიქით - დაავადებისაგან განიკურნებოდა.


ცნობილი ფაქტია, რომ მეფუტკრეები დღეგრძელი ადამიანების 80%-ს შეადგენდნენ და თითქმის არასდროს ავადდენიან ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონიით. ეს კი ფუტკრების დანესტვრისა და შხამის მოქმედების დამსახურებაა.


ადამინი თავის აგებულებით, თითქმის სრულყოფილი არსებაა. მეცნიერების აზრით ჩვენს ორგანიზმს 150-300 წლამდე შეუძლია იცოცხლოს. თუმცა, იმისი გამო, რომ ძალზე არასასურველ გარემოში ვცხოვრობთ, საუკეთესო შემთხვევაში, ამ რესურსის მაქსიმუმ მესამედია რეალიზებული.


ისევე როგორც თაფლია თავისი შემადგენლობით და თვისებებით უნიკალური და განუმეორებელი, ასევე უნიკალური და განუმეორებელია ფუტკრის შხამი. ეს რთული, ბუნების მიერ შექმნილი საოცრებაა, რის მსგავსსაც ადამიანი უბრალოდ ვერასოდეს ვერ შექმნის.


ფუტკარი თავის შხამს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. აპიტოქსინის (ფუტკრის შხამი) დანიშნულებაა მტერი განდევნოს და არა მოსპოს. ფუტკრის შხამის სამკურნალო და სასიკვდილო დოზას შორის, ძალიან დიდი ინტერვალია. ზუსტად ამიტომაც მისი მიკროდოზები სრულიად უსაფრთხოა ადამინისთვის. თავისუფლად შეიძლება ადამიანის ორგანიზმმა ასეული ფუტკრის შხამი მიიღოს.


ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ავადმყოფობებს ექიმი მკურნალობს, ხოლო ბუნება კურნავს. ექიმს შეუძლია, მოხსნას ტკივილი, შეაჩეროს ანთებითი პროცესი, ამოაჭრას აპენდიქსი და ჩაუყენოს კარდიოსტიმულატორი, მაგრამ დაამარცხოს დაავადება და გახადოს ჯანმრთელი, უფრო გაცილებით რთულია. ეს შეუძლია, მხოლოდ ადამიანს, რომლისთვისაც სურვილი, საციცოხლო ძალები და მაღალი იმუნიტეტია საჭირო.

ფუტკრის შხამი (აპიტოქსინი) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ის შეიცავს ფერომონებს (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება), ცილებს, ფერმენტებს (ფოსფოლიპაზა, ჰიალურონიდაზა, მჟავე ფოსფატაზა, ლიზოფოსფოლიპაზა), ბიოლოგიურად აქტიურ ამინებს (დოფამინი, ჰისტამინი, ნორადრენალინი, აცეტილხოლინი). ისინი უზრუნველყოფენ ადგილობრივ (ანთებითი რეაქცია, შეშუპება, ტკივილი) და საერთო (ჰიპოტონია, კუჭ–ნაწლავის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების გაძლიერება და სხვა) რეაქციებს. აგრეთვე შეიცავს მელიტინს და აპამინს. ფუტკრის შხამის ზემოქმედება ორგანიზმზე მრავალმხრივია. ის მოქმედებს ყველა ორგანოთა სისტემაზე. აუმჯობესებს თავის ტვინის მიკროცირკულაციას, ღვიძლის , გულის მუშაობას. აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ფუტკრის შხამის თვისებები:

იმუნინური სისტემის მძლავრი სტიმულაცია - ფუტკრის შხამის გამოყენების დადებითი მხარე მისი მაღალი ეფექტურობაა. ის აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს ნებისმიერ დაავადებას
ამცირებს სისხლის სიბლანტესა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას - საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა ლოკალიზაციის თრომბოთიკული გართულებებს პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ
ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში და არეგულირებს არტერიულ წნევას
ატონიზირებს, ამცირებს სტრესულ გავლენას ორგანიზმზე და აუმჯობესებს ძილს შედეგად ადამიანს უბრუნდება სიმხნევე და სულიერი სიმშვიდე
აქვს აგრეთვე ტკივლი გამაყუცებეკლლი მოქმედდება
არეგულირებს ცენტრალური და პერიფერიული სისტემის მუშაობას
აქვს გამწოვი ეფექტი
ახასიათებს ზედმეტი წონის კორექცია
აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი
ამცირებს რძემჟავას კონცენტრაციას კუნთებში, ხსნის დაღლილობას და ამაღლებს ფიზიკური დატვირთვებისადმი მდგრადობას. საუკეთესოა სპორტსმენებისათვის და აქტიური ფიზიკური რეჟიმის მქონე ადამიანებისათვის
ანტისიმსივნური მოქმედება - ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ონკოლოგიურ გამოკვლევებში იქნა შემჩნეული ეს ეფექტი. კერძოდ მელიტინმა (ფუტკრის შხამის კომპონენტი) გააქრო კიბოს უჯრედები

bottom of page