სანთელი (ცვილი)
ცვილი — ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმისებრი ნივთიერება. შედგება უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა და მაღალმოლეკულური სპირტების რთული ეთერებისაგან. ცვილი ამორფული, თერმოპლასტიკური ნივთიერებაა, მისი დნობის ტემპერატურა არის 40-90 გრადუსი ცელსიუსით, მდგრადია სხვადასხვა რეაგენტების ზემოქმედებისადმი. განასხვავებენ ცხოველურ (ფუტკრის ცვილი, სპერმაცეტი, ლინოლინი და სხვა), მცენარეულ, სოკოვან, მინერალურ ანუ წიაღისეულ და სინთეზურ ცხიმებს. ცხიმს იყენებენ ქსოვილების გასაჟღენთი ემულსიების მოსამზადებლად, ტყავის გამოყვანისას, რეზინის გადამუშავებისა და ქაღალდის დამზადების დროს, პლასტიკურ მასალად — სკულპტურაში, მხატვრობაში და ა.შ.

ცვილი არის ფუტკრის საცვილე ჯირკვლების მიერ შემუშავებული პროდუქტი.ის არის გაშავებული,ჩრჩილისგან გაფუჭებული ფიჭები,ცვილის ანათლები,ჩარჩოებიდან და სკის კედლებიდან აფხეკილი ცვილი და სხვ.ცვილში შედის 284-მდე კომპონენტი,რთული ეთერები,თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები,ნახშირწყლები და ა.შ.
ნატურალურ ცვილს თაფლის ან თაფლის და დინდგელი სასიამოვნო სუნი აქვს,თუ ცვილს გავაცხელებთ დანახასიათებელი სუნი ძლიერდება.
ცვილს აქვს კრისტალური,მარცვლოვანი სტრუქტურა,ცვილის კრისტალიზაცია დამოკიდებულია ტემპერატურაზე.მარცვლიანობა გრძელდება ოთახის ტემპერატურაზე 3-4 თვეს,ამ პერიოდში მატულობს ცვილის სიმკვრივე და ელასტიურობაც.
მკვლევრების მიერ დადგენილია,რომ ცვილში არის რაღაც გარკვეული ანტიბიოტიკური ნივთიერებები,რომლებიც მდიდარია ვიტამინი A-თი.
უხსოვარი დროიდან ცნობილია მედიცინაში ცვილის გამოყენება გვამების ბალზამირებისა და სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ,ასევე კოსმეტიკასში მათეთრებელი საცხების,პომადებისა და ნიღბების დასამზადებლად.