პროპოლისი - დინდგელი
ფუტკრის სპეცნაზი
ჯანმრთელ სკაში თითქმის იდეალური სტერილობა სუფევს. სკა ფუტკრისთვის ყველაფერია: სამშობიაროც, ბაგა–ბაღიც და ძალზე სერიოზული ქიმიურ–ბიოლოგიური ფაბრიკაც. ლაბორატორიული სისუფთავის დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი პროპოლისს – უძვირფასეს და უნიკალურ პროდუქტს ენიჭება.
უმაღლესი ტექნოლოგიები
როგორც წესი, ყველაზე ხნიერი ფუტკრები მცენარეებიდან ( ვერხვი, ფიჭვი, წაბლი, ურთხმელი, ტირიფი, არყის და ალვის ხეების კვირტებისგან, ახალგაზრდა რტოებისა და ფოთლებისგან) წებოვან ნივთიერებებს აგროვებენ და შეგროვილს დასამუშავებლად ახალგაზრდა ფუტკრებს გადასცემენ, რადგან ისინი სკაში უკვე აღარ შედიან. ახალგაზრდა ფუტკრები, სანერწყვე ჯირკვლებში გამომუშავებული სეკრეტით, უნიკალური ფერმენტებითა და რაღაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებებით ამდიდრებენ. გარდა ამისა, პროპოლისი ცვილსა და ყვავილის მტვერსაც შეიცავს.
თავისი ბაქტერიოციდული მოქმედებით, პროპოლისი ფუტკრის ოჯახს მოსალოდნელი საფრთხისგან იცავს. საფრთხეები შეიძლება იყოს; მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, თაგვები და პეპლები. მნიშვნელოვანია რომ, მიკროორგანიზმებს პროპოლისისადმი რეზისტენტობა არ უჩნდებათ.
ცოტაოდენი ქიმია
არომატული და სასიამოვნო გემოს მქონე პროპოლისი, ჯერ კიდევ ყველაზე გამოცდილი მეცნიერებისთვისაც გამოცანად რჩება. ქიმიური შემადგენლობით ის ძალიან რთულია და მცენარეების ტიპებზეა დამოკიდებული. ცნობილია, რომ პროპოლისი კუპრისებრ მჟავებს და სპირტებს, არტეპილინს, ფენოლს, ბალზამებს, ცვილს, ფლავონოიდებს, ამინომჟავებს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. თუმცა, მასში აღმოჩენილი 284 ნაერთიდან, მხოლოდ 111–ია იდენტიფიცირებული.

ჩრდილოეთის პროპოლისი
მსოფლიო მეფუტკრეობის კლასიფიკაციის თანახმად, ფუტკრის წებოს 3 ტიპი არსებობს: ბრაზილიური, ევროპული და ჩრდილოეთ რეგიონის. ჩრდილოეთის ფუტკრები, ფისებს და წებოვან ნივთიერებებს მყინვარების დროიდან შენახულ რელიქტიური ხეებიდან აგროვებენ. შესაბამისად, იქაური პროპოლისი ბევრი განსაკუთრებული ნივთიერებითაა მდ იდარი. (კომპანია „ტენტორიუმის“ სწორედ ჩრდილოეთის რეგიონის პროპოლისს იყენებს).
დროზე გამარჯვება
დინდგელის ბიოლოგიური თვისებები მეტად მრავალფეროვანია (ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ფუნგიციდური (ანტიმიკოზური), ანთებსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიპროტოზოული ციტოსტატიკური და სხვა).
ანტიმიკრობული აქტივობა 267 ანაერობულ შტამზე ვრცელდება. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ გრამდადებითი ბაქტერიები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე გრამუარყოფითი. დინდგელის ექსტრაქტი ზოგიერთი ანტიბიოტიკის, პენიცილინის, სტრეპტომიცინის, ფურაგინის და სხვ. მოქმედებას აძლიერებს.
თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი თვისებებისა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება უჯრედების გაწმენდის და რეგენერაციის უნარია.
შემთხვევითია არ არის, რომ დღეს მეცნიერები პროპოლისს „ანტიოქსიდანტურ ბომბს“ უწოდებენ. სამეცნიერო კვლევებითა და ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ პროპოლისი დაბერების პროცესსებს ანელებს!
იცხოვრე ვირუსების გარეშე
ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, პროპოლისის მოქმედება. პროპოლისი, რომელსაც ფუტკრები გვიან გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულზე აკეთებენ, ყოველთვის ძალიან ეფექტურია, შემოდგომაზე გამოჩენილ, ახალი ტალღის ვირუსებთან საბრძოლველად!
საინტერესოა, წინასწარ საიდან იციან ფუტკრებმა, რომელი ვირუსი გამოჩნდება ყველაზე უფრო აქტიურად დამდეგ სეზონში? მეცნიერებას ამ ფაქტის ახსნა ჯერ არ შეუძლია. თუმცა ზუსტად იციან, რომ ეს არ არის დაკავშირებული მცენარეების ფისზე, რომლისგანაც ფუტკრები პროპოლისს ამზადებენ. ადამიანის მიერ მცენარის ფისის ცალკეულად მიღებას ეფექტი არ აქვს - ის ჩვენს ორგანიზმში არ მუშაობს. აქ საქმე ისევ ფუტკრის საიდუმლოსთან გვაქვს, რომლის გაგებაც ჯერ-ჯერობით ადამიანისთვის მიუწვდომელია.
და მაინც, ეს უდავო ფაქტია.
ფუტკრების მიერ გადამუშავებული კუპრი, გვიცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და ჭიებისგანაც.
არ არსებობს პათოგენური მიკროორგანიზმი ჩვენს ორგანიზმში, რომელზედაც არ მოქმედებს პროპოლისი. თვით ტუპერკულოზის ჩხირსა და ქოლერის ვიბრიონსაც კი არ შეუძლიათ წინ აღუდგენ მას.